მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევის წესზე - ოპოზიციის სპორტული ინტერესია, გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა

ოპოზიციის სპორტული ინტერესია, გააკრიტიკოს იდეა და შეთავაზება, რომელიც უნაკლოა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები არ ვარგა, მაშინ არსებულო წესის დატოვება უნდა მოითხოვონ, ამ პოზიციის გახმოვანებას კი ვერ შეძლებენ.

" ჩვენს მიერ შეთავაზებულ წესს არაფერი დაეწუნება და არგუმენტი არ არსებობს, რაზეც დაყრდნობითაც ვინმეს შეუძლიან ისაუბროს ამ კანონპროექტის ნაკლოვანებაზე. მაშინ, ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ რაც მოქმედია, ის დავტოვოთ. არ მგონია, ოპოზიციამ ამ პოზიციის გაახმოვანება შეძლოს, მაგრამ აქა-იქ ამანაც გაიჟღერა და ეს არის მცდარი, რადგან ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ყველა იმ პრინციპის დაცვას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიიჩნევა როგორც საუკეთესო პრაქტიკა სახალხო დამცველის ინსტიტუტის, რომ ის იქნება დამოუკიდებელი, ინკლუზიურად არჩეული. როცა ოპოზიციური პარტიები "სატელიტ პარტიებზე" განცხადებას აკეთებენ, უფრო მეტი სერიოზულობა მართებთ და არ შეიძლება, ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტული ინტერესით იყოს. მათ არგუმენტები უნდა დაასახელონ. რაც კარგია, შეუძლიათ, თქვან, რომ კარგია. ამის ვაჟკაცობა ყველას უნდა ყოფნიდეს. საკუთარი თავის მოვალეობად მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად პროცესი გალანძღონ, თუმცა ობიექტურად, კრიტიკისთვის იოტისოდენა მიზეზიც არ გააჩნიათ. შეთქმულების თეორიას რომ ავითარებენ, რომ ვინმე ისეთ კანდიდატს წარმოადგენს, ვისთან დაკავშირებითაც მმართველ პარტიას შეიძლება პრეფერენციები ჰქონდეს, არ მგონია, რომ ეს სერიოზულად განსახილველი იყოს იმ ფონზე, როცა ინკლუზიურ პროცესზე ვსაუბრობთ. კანონმდებლობაში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერება და სახალხო დამცველის არჩევის უკეთესი ნორმები იქნება. ასეთ დროს შეთქმულების თეორიაზე საუბარი უმართებულოა",- განაცხადა სარჯველაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ISFED- ის პროცესში დაუშვებლობაზე კრიტიკას და განაცხადა, რომ "თუ ასეთ შეცდომას დაუშვებენ და სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად იქ ეყოლებათ პოლიტიკოსი, ასე წარმართული პროცესი სამართლიანად ვერ ჩაითვლება.

"რაც შეეხება ულტიმატუმების წამოყენებას, რომ რომელიმე ორგანიზაცია ეხება მის საქმიანობას თუ არ ეხება, მაინც უნდა იყოს სამუშაო ჯგუფში არ მგონია მართებული იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ 9 კაციან ჯგუფში გაცილებით უფრო რელევანტური ორგანიზაციებისთვის იყოს ადგილი და არა კონკრეტულად ISFED. ორგანიზაციები, რომლებიც თვლიან, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ ისინი აკომპლექტებდნენ მთავრობას, არ არის სასურველი იყვნენ ჯგუფში. დასანანი იქნება, თუ შეცდომას დაუშვებენ სხვა ორგანიზაციები და ფსევდოსოლიდარობის მოტივით იმ შეცდომას მიჰყვებიან, რომელიც თავის დროზე დაუშვა ISFED- მა, როცა წაშალა ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის",- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვით გაიწერება კრიტერიუმები. კანდიდატის შეფასების წესი პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრძანებით გამოიცემა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერ პირს შეეძლება განაცხადის შეტანა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე და მათ შემდეგ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.

კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ პარლამენტს ასარჩევად უნდა წარუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ 7 კანდიდატურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა