ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს ომბუდსმენის არჩევის საკანონმდებლო ჩარჩო, განვიხილავთ როგორც საბოტაჟს 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ - წესი უნდა დარჩეს იგივე

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით, განვიხილავთ როგორც საბოტაჟს 12-პუნქტიანი გეგმის წინააღმდეგ - არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი პოზიცია იგივე რჩება და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ დამატებითი რგოლი, რასაც მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ცვლილებები ითვალისწინებს, ქმნის შესაძლებლობას, რომ კანდიდატი მმართველი გუნდის მიერ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეარჩიონ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შეცვალოს საკანონმდებლო ჩარჩო და სახალხო დამცველის არჩევას დაუმატონ ხელოვნური რგოლი, რაც იმას გულისხმობს, რომ თურმე „ქართული ოცნების“ შერჩეულმა აკადემიურმა წრეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ კანდიდატები, მიუღებელია და განვიხილავთ, როგორც დესტრუქციას და საბოტაჟს, მათ შორის 12-პუნქტიანი გეგმის ჩავარდნის მიზნით. „ქართულ ოცნებას“ სურს, არ მიიღოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, არამედ მიიღოს მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი. დარწმუნებულო ვარ, ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში და განსაკუთრებით ჩვენი პარტია, ერთგულია 12-პუნქტიანი გეგმის პრინციპების, კონსტიტუციის და ჩვენი პოზიცია რჩება იგივე - ჩვენ მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს, გვექნება შეხვედრები მათ შერჩევასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა დარჩეს იგივე, კანდიდატები უნდა წარმოადგინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საპარლამენტო ოპოზიცია ჩართული ვიქნებით ამ პროცესში. არავითარი საკანონმდებლო ცვლილება და დამატებითი რგოლის შეცვლა აქ არ არის საჭირო. ჩვენ ახლა ვმუშაობთ და წარმოვადგენთ საკანონმდებლო პაკეტების ნუსხას და მათ შორის წარმოვადგენთ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაცხადს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახალხო დამცველის არჩევის წესი იქნება ამ პაკეტის შემადგენელი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთივე მოწოდებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ასეთია მოლოდინი საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს