ლევან ბეჟაშვილი - დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, რომელზეც "ოცნება" აპელირებს, არ შეესატყვისება ჩვენს რეალობას - ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული მოდელი

დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, რომელზეც "ქართული ოცნება" აპელირებს, არანაირად არ შეესატყვისება ქართულ რეალობას - ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული მოდელი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოლიგარქის ცნების განსაზღვრებისთვის იქნება მისი ქონების ოდენობა, რომელიც მშპ-ს 1 პროცენტს უნდა აღემატებოდეს, ასევე მედიაზე კონტროლის და სახელისუფლებო ბერკეტებზე ზეგავლენის კომპონენტები.

"ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მშპ-ს 30 პროცენტს ფლობს, სახელისუფლებო ბერკეტებზე უშუალო გავლენა აქვს კონკრეტული თანამდებობის პირების დანიშვნით და ა.შ. ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული მოდელი, რომელიც შეესატყვისება საქართველოს რეალობას. განმსაზღვრელი უნდა იყოს ოლიგარქის ცნებისთვის, რომ პირი უნდა ფლობდეს მშპ- ს დაახლოებით 1 პროცენტზე მეტს, მნიშვნელოვანია მედიაზე კონტროლის ნაწილი და სახელისფლებო ბერკეტებზე ზეგავლენა, რაც თვალსაჩინოა, რადგან ივანიშვილთან მომუშავე კონკრეტული პირები არიან პრემიერ-მინისტრი, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, შს მინისტრი და ა.შ. ამ გავლენების დადგენა მარტივი საქმეა. მოლოდინი იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" გონება გაუნათდება და ისინი თავად დაადგენენ ივანიშვილთან მიმართებით ოლიგარქის ცნების შესატყვისობას, არ არსებობს, ამიტომ ალტერნატიული მექანიზმები უნდა გაიწეროს, თუ როგორ მოხდება კანონის აღსრულება",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დღეს შეხვედრა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით გამართეს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციათაგან ერთ-ერთია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა