თამარ კორძაია ომბუდსმენის შერჩევის წესზე - თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, "ოცნებას" ინტერესი ექნება მის მიმართ ლოიალური კანდიდატი შეირჩეს

"ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ტექსტის დონეზე ძალიან საინტერესოა - მნიშვნელოვანია, დეპუტატებს არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან თუ ისეთივე დიდი შესაძლებლობები დარჩება ომბუდსმენის კანდიდატის წარსადგენად, როგორიც დღეს არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, დეპუტატს აქვს მოლოდინი, რომ "ქართულ ოცნებას" ინტერესი ექნება მის მიმართ ლოიალური კანდიდატი იქნას შერჩეული.

"ვიდრე უშუალოდ კანონპროექტს არ ვნახავთ, რომელშიც გაწერილი იქნება ის წესები რაც შემოგვთავაზეს, ვერც დადებითად შევაფასებთ და ვერც უარყოფითად. ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან თუ ზოგადად, ისეთივე დიდი შესაძლებლობები დარჩება კანდიდატის წარსადგენად, როგორიც დღეს არსებობს. ამიტომ ვიდრე უშუალოდ კანონპროექტს არ ვნახავთ, უფრო კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს, "ქართულ ოცნებას" ექნება ინტერესი მის მიმართ ლოალური კანდიდატი იქნას შერჩეული, თუმცა, მთელი ამ პროცესის არსი არის ის, რომ ეს შესაძლებლობა არ დარჩეს მას",- განაცხადა კორძაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს