ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის შემოდგომაზე გაიმართება, საპარლამენტო არჩევნები კი - 2023 წლის პირველ ნახევარში.

„ამ შემოდგომაზე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გთავაზობთ", - განაცხადა თოყაევმა.

მან საზოგადოებას ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატისა და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების რიგგარეშე არჩევნების მომავალი წლის პირველ ნახევარში ჩატარება შესთავაზა. გარდა ამისა, თოყაევი საჭიროდ მიიჩნევს საპრეზიდენტო ვადის ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდას. თოყაევმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის შუა რიცხვებში ყაზახეთში მოხდება ყველა სახელმწიფო ორგანოს პოლიტიკური ცვლილება.

შეგახსენებთ, 2019 წელს ყაზახეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა. მეორე დღეს კი ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ფიცი დადო და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ყაზახეთში 2019 წლის 9 ივნისს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც თოყაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 70.96% მოიპოვა და გაიმარჯვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა