მიხეილ სააკაშვილი - CNN-ზე დებატებისას, გორბაჩოვი მადანაშაულებდა ოსების გენოციდში, მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე - დღესაც ამ აზრზე ვარ

გარდა 9 აპრილისა, გორბაჩოვის სინდისზეა ის, რომ პუტინმა, როცა მას გაუჭირდა, პროპაგანდისტულ ფრონტზე გამოაგორა 2008 წლის აგრესიის გასამართლებლად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქში“, მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას გორბაჩოვთან დებატები ჰქონდა CNN-ზე, რომლის დროსაც გორბაჩოვმა სააკაშვილი დაადანაშაულა ოსების გენოციდში.

"მე მას სულ უსინდისო და უსირცხვილო ვეძახე. დღესაც ამ აზრზე ვარ", - აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის