მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია, ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან სიღრმისეულ თანამშრომლობასთან - ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც გამომრჩენოდა ამაზე ხაზგასმა

მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია, ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა პრემიერ-მინისტრის განცხადების შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

სარჯველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებების შეფასებისას მუდმივად ხაზს უსვამდა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„როცა ამ თემების ირგვლივ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ოთხეულს ეხებოდა საკითხი, ვერცერთ ჩემს განცხადებას ან კომენტარს ვერ ნახავთ, სადაც გამომრჩენოდა ხაზგასმა, რომ საქართველოს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეიძლება ოდნავ ვარიაციით და სხვა ფორმით მეთქვა, მაგრამ აზრი ყოველთვის იყო ეს. მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლო განვითარება გადაჯაჭვულია, ორგანულად დაკავშირებულია აშშ-სთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან. სხვაგვარად წარმოუდგენელია საქართველოსთვის მაგალითად, უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება, შემდგომი ეკონომიკური წინსვლა და განვითარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ გარემოების და განწყობის დადასტურება არის, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ ამას რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რასაკვირველია, აშშ-სთან თანამშრომლობა არის საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

„ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს