კახა კალაძე ე.წ. ოთხეულზე - ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები - ვიღაც შესაძლოა დაეთანხმოს, ვიღაც - არა, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტიიდან გასულ დეპუტატებს აქვთ შესაძლებლობა, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ.

როგორც კალაძემ აშშ-ის ელჩის მისამართით „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების რიტორიკაზე პრეზიდენტის განცხადების შეფასებებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, გამოთქმულ მოსაზრებებს ვიღაც შესაძლოა დაეთანხმოს, ვიღაც - არა და „ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“.

„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები. ვიღაც შესაძლოა დაეთანხმოს, ვიღაც - არა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადების კიდევ ერთ ნაწილს, რომ უცნაურია, ხელისუფლებიდან და მთავრობიდან ბრიუსელში რომ არავინ ჩასულა რეკომენდაციებზე სასაუბროდ, კალაძის თქმით, „როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროებაა, ამისთვის შესაბამისი სამუშაო ჯგუფები არსებობს“.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადაწყვეტილება, რაც დათქმის რეჟიმში იყო, შესრულდეს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო