ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, ატომური ენერგიის სააგენტოს მისიამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე მისულიყო, ასევე არ გვსმენია დემილიტარიზაციაზე მოწოდება

დიდი იმედი მაქვს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია დაიცავს იმას, რაზეც მხარეები შევთანხმდით და რაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია: 40 წლის განმავლობაში რადიაციული კატასტროფის ყველაზე დიდი რისკი უნდა მოიხსნას - ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული სახელმწიფოს სამხედროების დატოვება შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამბროსეტის ფორუმზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი პარტნიორების დახმარებით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის გაგზავნა უზრუნველვყავით. ჩემი მათთან შეხვედრის დროს მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ გროსისთან შევთანხმდით, რომ ისინი დაგვეხმარებოდნენ მთავარ საკითხთან დაკავშირებით - ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მთავარ საკითხზე - ეს მთავარი საკითხია ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. იმიტომ, რომ ეს არის ყველა ჩვენგანის, ყველა ევროპელის რადიაციული კატასტროფისგან დაცვის გასაღები. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიასთან ერთად ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უკრაინული და საერთაშორისო მედიის დამოუკიდებელი ჟურნალისტები მივიდოდნენ. მაგრამ რა ვნახეთ? რუსმა სამხედროებმა მისიასთან ერთად მიმავალი ჟურნალისტები საგუშაგოზე გააჩერეს და აღარ გაუშვეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა იცოდნენ, რომ თავისუფალი მედიის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და მთელ მსოფლიოს მოტყუება.

„თავისუფალი მედია აშინებს რუსეთს. სამწუხაროდ, მისიამ არ დაიცვა ჟურნალისტები და არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე მისულიყო, რათა იქ ყველაფერი ღია და სამართლიანი ყოფილიყო. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ მისიასთან და შევთანხმდით. ჩვენ ვთქვით, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშვების გარეშე, ადგილზე რუსი პროპაგანდისტების სიჭარბე იქნებოდა. ეს იქნებოდა თეატრი. სამწუხაროდ, ჩვენ ასევე არ გვსმენია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან მთავარი - რუსეთისადმი მოწოდება ქარხნის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, იმედი აქვს, მისია ჯერ კიდევ შეიძლება ნაყოფიერი იყოს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მისია დაიცავს იმას, რაზეც მხარეები შევთანხმდით და რაც მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. 40 წლის განმავლობაში რადიაციული კატასტროფის ყველაზე დიდი რისკი უნდა მოიხსნას. ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული სახელმწიფოს სამხედროების დატოვება შეუძლებელია. არის სიტუაციები, როდესაც კონტინენტზე ყველა ადამიანის ბედი დამოკიდებულია სიტყვის შესრულებაზე. ზუსტად ეს სიტუაციაა ახლა.

უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს სიტყვას.

რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომა ჰქონოდა. მჯერა, რომ ეს მისია ჯერ კიდევ შეიძლება ნაყოფიერი იყოს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა