გიორგი ვაშაძე -„კუზიანს სამარე გაასწორებს", ჩვენ უნდა გავთხაროთ სამარე "ქართული ოცნებისთვის" თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ

პირდაპირ გეუბნებით :"კუზიანს სამარე გაასწორებს", ჩვენ უნდა გავთხაროთ სამარე "ქართული ოცნებისთვის", თუ გვინდა, გადავრჩეთ, წინ წავიდეთ, რაც შეეხება პაიკების ამ თამაშს, ვწუხვარ, რომ ამაში ჩემი თვალთახედვით, დღეს პრეზიდენტი მონაწილეობს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სცენარის მეორე ფაზა აამოქმედა, რომლითაც სურთ დააჯერონ მოსახლეობას, რომ კობახიძე და ღარიბაშვილი "მედასავლეთეები" გახდნენ.

"ეს არის დადგმული თამაში, სამწუხაროდ, ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, გარკვეულ თამაშებს გეგმავს. ეს არის ერთი სცენარის მეორე ფაზა. პირველი ფაზის შინაარსი იყო, რომ ერთგვარად მხარი დაეჭირათ იმ განდგომილებისთვის, რომელთან ერთადაც პარტიას აკეთებენ კიდევ სხვა პრორუსი აგენტურული ქსელები, რომ ისინი არ გატეხილიყვნენ ამ ორი თვის მანძილზე. ახლა მეორე ფაზაზე გადავიდნენ, რომ პრორუსული "ქართული ოცნება" დისტანცირდეს ამ ადამიანებისგან, რომ ისევ ვითომ რაღაც პროდასავლური პროცესი შექმნას. პირდაპირ გეუბნებით: „კუზიანს სამარე გაასწორებს“, ჩვენ უნდა გავთხაროთ სამარე "ქართული ოცნებისთვის", თუ გვინდა, გადავრჩეთ, წინ წავიდეთ. რაც შეეხება პაიკების ამ თამაშს, ვწუხვარ, რომ ამაში, ჩემი თვალთახედვით, დღეს პრეზიდენტი მონაწილეობს. ნიკა გვარამიას გამოშვება ხომ ცალსახად შეუძლია, მეტიც, თუ ამდენი ხანი პრინციპულობა გამოიჩინა და გაეროში არ დანიშნა დავით ბაქრაძე, რა მოხდა ამ ქვეყანაში ისეთი, რა ჩაიდინა ბაქრაძემ, რომ ის ახლა გაეროში ჩვენი პოზიციების კარგი დამცველი იქნება? - არაფერი გარდა იმისა, რომ საჭადრაკო დაფაზე შეიცვალა როლები და ამ როლში ახლა გამოვიდა სამწუხაროდ (პრეზიდენტიც), მე ამას ვხედავ. ალბათ, შემდგომ დღეებში "ქართული ოცნება" დაიწყებს განცხადებებს, რომ აშშ- ის ელჩი ყველაზე კარგი პარტნიორია, ევროკავშირის ყოფილ ელჩზე ალბათ, იტყვიან - დედა, დედა... მარტივი საკითხია მათ სურთ ილუზიაში შეიყვანონ ხალხი, რომ ღარიბაშვილი და კობახიძე ვითომ გახდნენ მედასავლეთეები. ეს ჩვეულებრივი პრორუსული ძალაა, ნახავთ, რომ აგერ გაეროზეც „ჩაისვრიან“ და ვერაფერს იტყვიან ვერც უკრაინასთან და ვერც საქართველოს მომავლთან დაკავშირებით, მაინც ჩაუვარდებათ ეს სტრატეგია, მაგრამ მინდა მთავარი დავინახოთ, ეს არის თამაში ერთ საჭადრაკო დაფაზე და ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი თანამონაწილეა იმ ახალი როლების, რომელიც დაარიგა ბრძანებელმა ივანიშვილმა", - განაცხადა ვაშაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა