სალომე სამადაშვილის განცხადებით, გენპროკურორის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის საკითხი 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული და „ლელო“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

“ლელოს” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, როგორც გენპროკურორის არჩევის წესი, ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული და შესაბამისად, მისი პარტია ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამასთან, სამადაშვილის განცხადებით, შეთანხმების ნაწილი იყო ბარიერის დაწევის საკითხიც და ის “ვაჭრობის თემა” ვერ გახდება.

“საკონსტიტუციო ცვლილებები შეთანხმებულია 19 აპრილის დოკუმენტის თანახმად. “ლელო” ყოველთვის ვასრულებდით შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ვხედავთ, რომ ევროკავშირის პირველი მოთხოვნა სწორედ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში დაბრუნებაა, ამიტომ ცხადია, რომ მხარს დავუჭერთ ყველა იმ ცვლილებას, რაც უკავშირდება ამ შეთანხმების პირობების შესრულებას. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ბარიერის დაწევას, ბარიერის დაწევა იყო შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ეს თემა ვაჭრობის თემა ვერ იქნება. ხელისუფლება ან ასრულებს 19 აპრილის შეთანხმებას, როგორც ამას ევროკავშირი ითხოვს, ან არ ასრულებს. ჩვენი პარტიისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს და წარმატებას მოვიპოვებთ. მაგრამ, ჩვენი პოზიციაა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ყველა ცვლილებას, რომელიც მას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიცუციო ცვლილებების პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა