დიმიტრი მედვედევი - ბირთვული სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს

დასავლელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტით ისარგებლონ და რუსეთს დაშლისკენ უბიძგონ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი “ტელეგრამში“ წერს.

მედვედევის თქმით, დასავლეთს სურს გააკეთოს ყველაფერი, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეწყვიტონ მუშაობა და ქვეყანამ დაკარგოს ეფექტური მართვა, როგორც ეს მოხდა 1991 წელს, რისი მიზანიც პოლიტიკური ველიდან რუსეთის ჩამოშორებაა.

"მაგრამ ასეთი მცდელობა მართლაც უკიდურესად საშიშია და მისი სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება. ეს "მეოცნებეები" განზრახ უგულებელყოფენ მარტივ აქსიომას: ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს ძალადობრივი დაშლა ყოველთვის სიკვდილთან ჭადრაკის თამაშს ნიშნავს, რომელშიც ცნობილია ზუსტად როდის იქნება ქიში და შამათი. კაცობრიობის განკითხვის დღე“, - აღნიშნა მედვედევმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო