ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი "მრავალჟამიერით" გაიხსნა

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.ღონისძიებაზე ყველა ქვეყანამ თავისი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და კულინარია წარადგინა.

წლევანდელი საფესტივალო ღონისძიებები „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. ფონდ „ვორლდ ოფ დიასპორას“ დამფუძნებელმა ლალი ბუთბაიამ მომღერლების ნაწილი თბილისიდან, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვია.

„ბედნიერი ვარ, რომ მოხერხდა საფესტივალო პროგრამის ქართული კონცერტით გახსნა. დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო ამ საკითხის მოგვარებაში. რაც მთავარია, ჩვენი ინიციატივა მოიწონეს ორგანიზატორებმა და დათანხმდნენ ქართველებს გაეხსნათ კონცერტით ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება. ქართული ხელოვნება და პოლიფონია დიდ საქმეს აკეთებს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში“, - აღნიშნა ლალი ბუთბაიამ.

საკონცერტო პროგამის გარდა, საქართველოს პავილიონში ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები იქნა გამოფენილი, მათი შემოქმედებით რიგითი ვიზიტორების გარდა, სხვა ქვეყნების ელჩებიც დაინტერესდნენ. მათ შორის უკრაინის ელჩიც აღმოჩნდა, რომელსაც ერთგვარი გიდობა საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ გაუწია.

„საელჩოების ფესტივალს აქვს ორი კომპონენტი. ერთია, საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. მეორე კი, მუსიკა. ძალიან გვიხარია, რომ საფესტივალო პროგრამა გაიხსნა „მრავალჟამიერით“. სასიხარულოა, რომ უამრავი ადამიანი მოდის ჩვენს პავილიონთან და ეცნობა ჩვენს კულტურას, აგემოვნებს ქართულ კერძებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა დავით სოლომონიამ.

ტრადიციულად, ჰოლანდიელების, ქართველი ემიგრანტებისა და უცხოელი ტურისტების ყველაზე გრძელი რიგი საქართველოს პავილიონთან დადგა.

„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს პავილიონთან დიდი რიგი დგას. მე შეგნებულად დავარქვი რესტორანს „სოხუმი“, რითაც პოპულარიზაციას ვუწევ ქართულ კულინარიას და მოსულ სტუმრებს შევახსენებ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ. ბედნიერი ვარ, რომ ქართული სამზარეულო დიდ პოპულარიზაციას უწევს უცხოეთში ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა იზოლდა კვიციანმა.

საელჩოების ფესტივალს ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე მწერალი და მთარგმნელი. პირველი ქართულ-ჰოლანდიელი ლექსიკონის შემდგენელი არჩილ ჯავახაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით, მსგავსი აქტივობები საქართველოს პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების ფესტივალი ტრადიცილულია და ყოველ წელს, სექტემბრის დასაწყისში იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს