ჯონ კირბი - სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ პუტინი მზადაა უკრაინაში ომი დაასრულოს

სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ პუტინი მზად არის უკრაინაში ომი დაასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ლატვიაში ბაზირებულ რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის ომი შეერთებულ შტატებთან, ეს არ არის ომი ნატოსთან.

„პუტინმა გადაწყვიტა ომის დაწყება უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. სამწუხაროდ, არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ, არ გვაძლევს რაიმე იმედს, რომ ის მზადაა დაასრულოს ეს ომი და შეაჩეროს მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობები”, - აღნიშნა კირბმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსი ოფიციალური პირების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებას იწვევს, კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პუტინის სურვილით ხანგრძლივდება.

„პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ დათანხმდება ჯარების გაყვანას და შეუერთდება ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა განიხილოს ამ კონფლიქტის დასრულება."- დასძინა კირბმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია