პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რა საკითხების განხილვა მოხდება მიმდინარე სასესიო კვირაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რა საკითხების განხილვა მოხდება მიმდინარე სასესიო კვირაში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტში 5 ანგარიშს მოუსმენენ, მათ შორის, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს და 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.

მისივე განცხადებით, ამავე პერიოდში, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ინიცირებული კანონპროექტების განხილვა და ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვა მოხდება.

„საკმაოდ ინტენსიური საშემოდგომო სესია იქნება. ეს კვირაც საკმაოდ დატვირთული იქნება. დიდი ალბათობით, პარასკევის ჩათვლით სხდომები გვექნება. ამ სასესიო კვირაში რამდენიმე ანგარიშს მოვისმენთ. 5 ანგარიში იქნება წარმოდგენილი და ეს საინტერესო იქნება ალბათ, მოსახლეობისთვისაც, თქვენთვისაც, მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელების კუთხით. წარმოდგენილი იქნება კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიში, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, საზოგადოებრივი მაუწყებლის წლიური ანგარიში, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებია ანგარიში. ასე რომ საკმაოდ საინტერესო და ინტენსიური დისკუსიები გველის.

გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არის უკვე ინიცირებული კანონპროექტები. იცით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეტად ასახვის კუთხით, რამდენიმე კვირის წინ კანონპროექტის ინფიცირება მოხდა და ამას განვიხილავთ. ამას გარდა, ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტი იქნა ინიცირებული და მიმდინარე სასესიო კვირაში ესეც განხილული იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება ასევე ევრო გადახდის სისტემასთან მიერთებისთვის საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. ესეც ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს