პრემიერი - დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია

ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფულადი გზავნილები კი 46.8%-ით არის გაზრდილი.

„წინა კვირას ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო, მაღალი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია.

ასევე, ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 40%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა ვაცნობო მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები 46.8%-ით არის გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ -ივნისში, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნავს პრემიერი.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა