სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას რეალურად არაფერი აქვს სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის - ეს არის ხელისუფლება, რომელსაც გეგმაშიც არ აქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის, რომ თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას „ქართული ოცნება” არ ესწრება, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორებისთვის სათქმელი რეალურად არაფერი აქვს და მას გეგმაშიც არ აქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.

როგორც „ინტერპრესნიუსს” სამადაშვილმა განუცხადა, კონფერენციაზე თავმოყრილნი არიან მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს საკითხებზე მომუშავე ადამიანები და ევროკავშირის დღის წესრიგის ლობირება სწორედ აქ უნდა ხდებოდეს.

„ნიშანდობლივია, რომ კონფერენცია, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გამართულ საერთაშორისო ფორუმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს მიმდინარეობს ისე, რომ ხელისუფლების მხრიდან არავინ მონაწილეობს არც როგორც გამომსვლელი და არც როგორც დამსწრე. ეს არის დამოკიდებულება და საზომი იმისა, რა განწყობისაა დღევანდელი ხელისუფლება, რადგან აქ თავმოყრილია მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი, ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოს, ვინც მუშაობს საქართველოზე და არის ქვეყნის საუკეთესო მეგობრები და მოკავშირე, ხელისუფლებას კი არ მიაჩნია აუცილებლად, რომ ამ ხალხს ელაპარაკოს მაშინ, როდესაც სწორედ აქ უნდა ხდებოდეს ლობირება, მათ შორის ჩვენი ევროკავშირის დღის წესრიგის და ყველაფერი დანარჩენის. ეს არის ნათელი საზომი იმისა, რომ ხელისუფლებას რეალურად არაფერი აქვს სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც გეგმაშიც არ აქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და პირიქით - ყოველდღიურად სულ უფრო აშორებს ჩვენს სახელმწიფოს ამ მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებისგან”,- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია - “დიდება უკრაინას” მიმდინარეობს, რომელსაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია