შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულების შესახებ ინფორმაციაზე - საქმე გვაქვს დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელიც მიმართულია საქართველოს და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ

საქმე გვაქვს დეზინფორმაციის კამპანიასთან, რომელიც მიმართულია საქართველოს და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში ეკლესიის წინააღმდეგ, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სვეტიცხოველში ლიტურგიის რუსულ ენაზე შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, ეს იმ ქსენოფობიური კამპანიის ნაწილია, რომლის აგორებასაც ოპოზიცია ცდილობს.

„ესეც არის ნაწილი ქსენოფობიური კამპანიის, რომელსაც დრო და დრო ცდილობს ოპოზიციის ნაწილი, რომ ააგოროს, მითუმეტეს, გაკეთდა ამაზე უკვე განმარტება. არ ვიცი, რამხელა უარყოფითი ენერგია შეიძლება იყოს ჩადებული ამა თუ იმ ადამიანში, რომ იმის მიუხედავად, რომ კარგად იცის რაც არის ამის საფუძველი, ძალით ქსენოფობიური კამპანიის აგორებას ცდილობდნენ.

მოვუწოდებ ყველას იყვნენ წინდახედულნი და ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზირდებიან დეზინფორმაციის, მანიპულაციის თუ ზიზღის ენის ტენდენციების კუთხით, სწორედ ეს არის მომენტი, როცა მათ ქვეყანას სჭირდება მათი ობიექტური შეფასებები და მხილება, როცა საქმე დეზინფორმაციის კამპანიასთან გვაქვს, რომელიც მიმართულია საქართველოს და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, მომლოცველები იყვნენ ბელარუსიდან ჩამოსულნი, რომელთაც თან ახლდათ ბულგარელი მღვდელი და დიაკვანი. მისივე თქმით, საეკლესიო ტრადიციით, ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა