ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი პირადი წვლილისათვის, უბადლო პროფესიონალიზმისათვის, ქვეყნის და საქმის ერთგული, ხანგრძლივი სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის წევრი მამუკა გონგაძე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის პროცესში თქვენ ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ. ჩვენი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის ჰერალდიკა საჭირო იყო დაფუძნებულიყო სწორედ მის წარსულზე და ამ საქმეში თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მამუკა გონგაძის საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შექმნის მიმართულებით 30 წელზე მეტს მოიცავს და საქართველოს სახელმწიფო გერბის გარდა იგი ავტორია სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოების, დაწესებულებათა ემბლემების, მუნიციპალური სიმბოლოების, განმასხვავებელი ნიშნების, საპატრულო პოლიციის ატრიბუტიკის, საქართველოს თავდაცვის ძალების დროშათა და სიმბოლოთა ერთობლიობის, საცირკულაციო და მემორიალური მონეტების“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე