ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ბატონი კრამერი არის არშემდგარი რევოლუციონერი - „ნაცმოძრაობის" ფასიანი ლობისტების მცდელობა, მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან

ჩემთვის ბატონი კრამერი არის არშემდგარი რევოლუციონერი - პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს ეს სია, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინული მხარე საქართველოში 15 პირის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრობის" ფასიან ლობისტებს საქართველოში არეულობა და რევოლუციის მოწყობა სურთ.

„უკრაინულ მხარედ გამოგყავდათ ადამიანები, ვინც ეს პეტიცია შეადგინა, რომლებიც არიან ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტები - ბატონი კრამერი და სხვები. ჩემთვის ბატონი კრამერი არის ერთ - ერთი არშემდგარი რევოლუციონერი და დანარჩენებიც, გინდათ საზოგადოებას შემოასაღოთ რომ უკრაინულმა მხარემ შექმნა, პირდაპირ უნდა თქვათ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მათი ფასიანი ლობისტების დახმარებით შეადგინეს სია, რომელსაც აღსრულება არასდროს არ უწერია. ჩემთვის არ არის საინტერესო ბატონი კრამერი და დანარჩენი ფასიანი ლობისტები "ნაციონალური მოძრაობის" როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას და როგორ აქვთ მცდელობა რევოლუციური სცენარი განახორციელონ. „ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტების მცდელობა, რომ მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან, ამ ქვეყანაში არის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება და სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია, რომელიც მან დატოვა, ამ მიმართულებით მიდის, სადაც ქვეყანა მშვიდობიან გარემოში და ეკონომიკურ განვითარებაში იქნება. ეს "ნაცმოძრაობის" ფასიან ლობისტებს არ უნდათ, აქ უნდათ ქაოსი იყოს, დაძაბულობა, ქართველმა ქართველს ესროლოს",- განაცხადა ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა