მამუკა ხაზარაძე ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს შეხვდა

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს შეხვდა.

როგორც ხაზარაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ სენატში შავი ზღვის სტრატეგიული დოკუმენტის გარშემო მიმდინარეობს მუშაობა, რაც საქართველოს სხვა რადარზე აყვანას გულისხმობს.

„გენერალ ჰოჯესთან მქონდა საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული საუბარი. საუბარი ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას. რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ სენატში მიმდინარეობს სტრატეგიული დოკუმენტის გარშემო მუშაობა, რომელიც იქნება შავი ზღვის სტრატეგიული დოკუმენტი, რაც თავისთავად გულისხმობა საქართველოს უფრო სხვა რადარზე აყვანას და უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან ეკონომიკურ კავშირებში უფრო ჩართულობას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო