ხატია დეკანოიძე - უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა

უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა შეიყვანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, "უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ავლენს იმ პირებს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ".

„მე მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც უკავშირდება უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის შეყვანას, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, 15 ადამიანის დასანქცირებას. მოგეხსენებათ, რომ უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო არის უკრაინის სახელმწიფო უწყება, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არის გადაცემული და გავრცელებული უკრაინის სააგენტოს მიერ, რეალურად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მისი უახლოესი გარემოცვის ძალიან სერიოზულ კავშირებს და სქემებს რუსეთთან. ანუ უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს მთავარი ფუნქცია სანქციებთან მიმართებაში არის ის, რომ გამოავლინოს იმ ადამიანების ნუსხა და დაასანქციროს, მოახვედროს სანქციების ნუსხაში, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ძალიან მძიმე მოვლენების და სამხედრო აგრესიის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ.

მაშ ასე, დასანქცირებულია 15 ადამიანი. ჯერჯერობით უკრაინის პირველადი სანქციების და შემდეგ უკვე მე გეტყვით, როგორ გავრცელდება ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ, გამოიყურება შემდეგნაირად: ბიძინა ივანიშვილი, მთავარი ოლიგარქი, რომელიც არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ დადასტურებულად არის სანქციების ნუსხაში იმიტომ, რომ იგი ეხმარება ასევე დასანქცირებულს საერთაშორისო მასშტაბით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს, სიაში ასევე არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტაშენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორძაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა