პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც უფრო მალე გავუშვებთ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, ბევრად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია და მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა „ბევრად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „რეზიუმეში" განაცხადა, პრობლემას ქმნის ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანია.

მისი შეფასებით, ეს შემთხვევით არ არის წამოწყებული, ამას თავისი მიზნები აქვს და „მიზანია ადამიანები შიშის ქვეშ აცხოვრონ“.

„ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია, რაც უფრო მალე გავუშვებთ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, ბევრად სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ყველა დღე აზიანებს მოქალაქეების და საქართველოს ინტერესებს. არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ დამატებითი დრო უნდა მივცეთ იმისთვის, რომ ქვეყანას დაუშავოს. საუბრობენ არნახული მასშტაბის ეკონომიკურ ზრდაზე. ათასობით ადამიანი გარბის საქართველოდან. გადიან არალეგალურად მექსიკიდან. ადამიანს ურჩევნია ნიანგთან ჰქონდეს საქმე, ნიანგს გაექცეს და ისე წავიდეს ამერიკაში, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ დარჩეს - ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან, ეს არის რეალობა და ეს რეალობა, რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. ვადამდელი არჩევნები ამის საუკეთესო პირობა და გარანტიაა.

პრობლემას ქმნის ანტიდასავლური კამპანია, ეს შემთხვევით არ არის წამოწყებული, ამას თავისი მიზნები აქვს. მიზანია ადამიანები შიშის ქვეშ აცხოვრონ და სადაც შიშია არ არსებობს თავისუფლება. ანტიდასავლური რიტორიკა სახეზეა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებისთვის საქართველოს ინტერესების შეწირვა სახეზეა, ოლიგარქიული მმართველობა სახეზეა, აბა რა უნდა მოვითხოვოთ?“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა ხალხი გამოგყვებათ ქუჩაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები მიღწეული იქნება, კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრობლემა არ იქნება.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს