ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 10-15 წლის წინ დაიწყო და აქ საერთაშორისო სანქციები არაფერ შუაშია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან 10-15 წლის წინ დაიწყო. მისი თქმით, აქ საერთაშორისო სანქციები არაფერ შუაშია.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, Credit Suisse-თან ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები და არა პირიქით.

„თავის დროზე შვეიცარიულმა ბანკმა პირდაპირ მოიპარა ანგარიშიდან ასეულობით მილიონი დოლარი და ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აქვს დავა ბანკთან. დღეს ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. რეალურად ხდება გამოკითხვა იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს პრეტენზიები ბანკთან და არა პირიქით. ბანკმა მოიპარა ასეულობით მილიონი დოლარი, ეს ყველაფერი დაიწყო 10-15 წლის წინ. რა შუაშია სანქციები და ა.შ.? დიდი ხნის წინ დაიწყო ის ქურდობის საქმე, რომელიც დღეს განიხილება სასამართლო წესით.

ყველაფერზე კომენტარს აკეთებს და გააკეთებს ივანიშვილის ადვოკატი. ჩვენ შემოვიფარგლებით იმ საკითხებით, რომელიც პოლიტიკას უკავშირდება. ამ თემის პოლიტიზირება ხდება და იმისთვის, რომ ამ თემით სპეკულირება არ მოხდეს, ჩვენ გვიწევს კომენტარების კეთება“,- განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა