მედია - უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების გამო, სეპარატისტებმა „რეფერენდუმის“ ჩატარება გადადეს

უკრაინის მიერ ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევის დაწყების გამო, სეპარატისტები იძულებული გახდნენ, ე,წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაედოთ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ხერსონის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელის, კირილ სტრემუსოვის განცხადებით, რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო შეჩერებულია.

რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მანამდე ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი სექტემბერში ჩატარდებოდა.

მსგავსი რეფერენდუმი დაიგეგმა ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა