ბენ ჰოჯესი - კელი დეგნანი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია - გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს

საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება თქვენმა მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ამასთან, ჰოჯესი გამოეხმაურა ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში ომი სურთ, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ელჩის მიმართ წაყენებულ სხვა ბრალდებებს.

„ეს არის სრული აბსურდი. კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი მაშინვე გაუმჯობესდება, როგორც კი უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო