ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიდან გამოდიოდნენ, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „აი, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით“ - ეს არის ტყუილი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც გამოდიოდნენ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიდან, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „აი, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით“ - ეს არის ტყუილი,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, რაზეც ყველა თანხმდება, მაგრამ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც, მაგალითად, სასამართლო სისტემასთან და იუსტიციის საბჭოსთან არის დაკავშირებული, „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები არ არის.

„იმედი მაქვს, აქტიური იქნება ეს სესია და იმედი მაქვს, ოპოზიციონერი კოლეგები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არ იღებდნენ მონაწილეობას, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში მონაწილეობას მიიღებენ. რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებისგან, რომლებიც გამოდიოდნენ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიდან, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „აი, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით“, ეს არის ტყუილი. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რომელზეც შეუძლებელია ყველა არ შეთანხმდეს, მაგალითად, როცა საუბარია, რომ სასამართლო სისტემაში არის გადატვირთულობის პრობლემა, ეს არის მოცემულობა და ამაზე თანხმდება ყველა, მაგრამ როგორც კი ჩვენი გუნდი სვამდა ისეთ საკითხს, რომელიც ძალაუფლების დაბალანსებას და რეალურ ზომებს უკავშირდება, „ქართული ოცნებისგან“ ამაზე იყო რეზისტენტულობა, მაგალითად, ერთი, რასაც ჩვენი გუნდი ითხოვს და არა მხოლოდ ჩვენ და რაც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს რეფორმას, „ქართული ოცნება“ არის რეზისტენტული, მისთვის არ არის მისაღები ასეთი ცვლილებები“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ნიკა მელია აბსოლუტურად გაუაზრებლად და დაუფიქრებლად აკეთებს განცხადებას - როგორ წარმოგიდგენიათ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები ვისთვის იქნება ხელსაყრელი?! - რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვის",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ამასთან, ანა ბუჩუკურმა "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებასთან ვაჭრობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება სამი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც პარტიები მზაობას გამოთქვამენ საკინსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემთხვევაში,( რომელიც მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციულო სისტემით და დაბალი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს), მხარი დაუჭირონ გენპროკურორის არჩების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებსაც.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია