Udemy-ზე პირველი ქართულენოვანი agile scrum-ის კურსის ავტორი BTU-ს ლექტორი მარია ღლონტი გახდა

მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმაზე Udemy agile scrum-ის პირველი ქართულენოვანი კურსი დაიდო. კურსის ავტორია მარია ღლონტი.

მარია უკვე 10 წელია, პროექტების მართვის სფეროში საქმიანობს და ამავდროულდ, განათლების მიმართულებითაც მუშაობს. ის ხშირად ატარებს კორპორაციულ ტრენინგებს agile scrum-ის შესახებ. იგი ასევე SCRUM CLUB Georgia-ს თანადამფუძნებელი გახლავთ, სადაც ამ სფეროს პროფესიონალები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.

მარია ღლონტი BTU-ს სამაგისტრო პროგრამის DevOps-ის ერთ-ერთი ლექტორია. მან Agile Scrum-ის კურსები უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უკვე ჩაატარა. ამჯერად კი კურსს უფრო დეტალურად DevOps-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეასწავლის.

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ყველაზე მოთხოვნადი სამაგისტრო პროგრამაა მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი მას მხოლოდ BTU ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნისა და აქტუალური უნარების მქონე საერთაშორისო განათლებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი. კურსდამთავრებული შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, ასევე - კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესების დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, აგრეთვე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას.

ამ პროცესებში სწორ მენეჯმენტს დიდი ყურადღება ექცევა და სწორედ ამიტომ DevOp-ის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსია Agile, რომლის ავტორის, მარია ღლონტის პირველ ქართულენოვან agile scrum-ის კურსს Udemy-ზე უკვე რამდენიმე ათეული სტუდენტი ჰყავს.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის