გიორგი კახიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები „უსაფუძვლო და დემაგოგიურია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები „უსაფუძვლო და დემაგოგიურია“.

კახიანი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ომუდსმენის არჩევის წესის ცვლილებაზე კანონპროექტს პლენარული სხდომის ფორმატში განხილვისას მოიწონებს.

„მე ვისმენდი ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ შეფასებებს და წარმოდგენა შემექმნა, რომ არ იცნობენ წესიერად იმ პროექტს, რომელიც შევიმუშავეთ. ეს პროექტი მორგებულია იმაზე, რომ პროცესი იყოს საჯარო, გამჭვირვალე და შესაბამისი კანდიდატის შერჩევა მოხდეს, რათა სახალხო დამცველის მომავალი კანდიდატი სრულიად შეესაბამებოდეს თანამდებობას. მათი მხრიდან შეფასებები არის უსაფუძვლო და დემაგოგიური. ეს პროცესი პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს და იმედი მაქვს, ისინი საბოლოოდ მოიწონებენ, როდესაც რეალურად გაეცნობიან ამ ინიციატივას“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს