არჩილ თალაკვაძე - ივანიშვილმა დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა „ნაცმოძრაობის“ მოძალადე ხელისუფლება, ადამიანებს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის არ ასანქცირებენ

ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება, შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის მიერ დაკომპლექტებული საერთაშორისო ექსპერტების სანქციების ეფექტურობის ჯგუფმა 15-კაციანი სია შეადგინა, სადაც მათ შორის 12 ქართველია.

მისი თქმით, ოპოზიციის საუბარი სანქციებზე აბსურდულია.

“სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის არის სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სანქციებზე განუწყვეტლივ ლაპარაკობს ოპოზიცია. რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდათ, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება ჰქონდეთ მათ განცხადებებს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის” მოძალადე ხელისუფლება. ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანას ჰქონოდა დემოკრატიული არჩევნები, ნორმალური სახელმწიფო ინატიტუტები, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი მედია, საქართველოს მიეღო უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასოცირების ხელშეკრულება - ყველაფერი ეს საქართველოში სწორად ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მოხდა. შესაბამისად, ადამიანებს არ ასანქცირებენ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის. თუ ვინმე განიხილავს ასეთ სანქციებს, ეს არის უსამართლო და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრინციპებთან, რომლის დამცველიც არის საქართველო. ოპოზიციის საუბარი სანქციებზე არის აბსურდული და სიებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო