ხატია დეკანოიძე - გადაეცით უმრავლესობის ლიდერს, რომ მოქალაქეების ნების დარღვევა ყველა პოლიტიკურ სახელმძღვანელოში განმარტებულია, როგორც პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა კი არის არჩევნები

როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესები და საქართველოს მოქალაქეების ნება ირღვევა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება ცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს - გადაეცით უმრავლესობის ლიდერს, რომ ყველა პოლიტიკურ სახელმძღვანელოში ეს განმარტებულია, როგორც პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის არჩევნები და არა რევოლუცია ან მერე პარლამენტთან სიმღერა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს.

„ქართული ოცნება“ მოვიდა 2020-ის არჩევნების წინ და მოსახლეობას უთხრა, რომ ის არის პროევროპული მთავრობა. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 17 ივნისის შემდეგ მათ ღიად თქვეს, რომ კელი დეგნანი, კარლ ჰარცელი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან საქართველოს მტრები და მათ სურთ საქართველოს ომში ჩათრევა. როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესები და საქართველოს მოქალაქეების ნება ირღვევა, როდესაც საქართველოში ხელისუფლება ცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს - გადაეცით უმრავლესობის ლიდერს, რომ ყველა პოლიტიკურ სახელმძღვანელოში ეს განმარტებულია, როგორც პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის არჩევნები და არა რევოლუცია ან მერე პარლამენტთან სიმღერა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნება“ შეცვალოს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ევროინტეგრაციის კურსზე ვერ გავალთ. ამიტომ ვადამდელი არჩევნებისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ.

ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნებით. მე პირადად მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები შეცვლიან ხელისუფლებას არჩევნებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა