პრეზიდენტი - ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს - ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა

საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ - ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება. ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, საერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მსგავსი კანონების მიღება არა ევროპული მიმართულება, არამედ წარსულის გამეორებაა და საბოლოო ჯამში, არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას.

„ქალბატონო და ბატონო ელჩებო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თქვენ და კონფერენციის ევროპელ და ამერიკელ მონაწილეებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი თავიანთი ისტორიით მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიით, რომელიც, შესაძლოა, არ აგვირჩევია, მაგრამ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, იგივე ეპიზოდები განვვლეთ. ჩვენ გავიარეთ გზა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნიდან პირველ დამოუკიდებლობამდე, რაც ჩვენი ქვეყნებისათვის მცირეხნიანი აღმოჩნდა, შემდეგ ისევ ძალისმიერი მეთოდებით საბჭოთა კავშირთან შეერთება და ამ ძალიან რთული რეპრესიების პერიოდმა უკრაინასა და საქართველოში სხვადასხვა ფორმა მიიღო: ადამიანის უფლებების ჩახშობა, ეროვნული იდენტობის ჩახშობა, ჩვენი ენების ჩახშობის მცდელობა და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამან საბოლოოდ არ იმუშავა.

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო ახლო კავშირები ჩამოაყალიბა და რა თქმა უნდა, 1991 წელს მეორე დამოუკიდებლობის მოპოვებისას, ჩვენი ქვეყნები ერთსა და იმავე გზას დაადგნენ - ევროპული ინტეგრაციის, დემოკრატიის, დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ინსტიტუტების კონსოლიდაციის გზას. ეს ძალიან რთული გზაა, რადგანაც საბჭოთა წარსული არაა ის, რომელსაც ასე მარტივად მოიშორებ - ეს ისაა, რაც გგონია, რომ შესაძლოა, მოიშორე, მაგრამ მოულოდნელად უეცრად ბრუნდება ისე, როგორც დღეს ვხედავთ, როდესაც ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს. ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში, ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო