გიორგი ვაშაძე - ერთი დიდი უპირატესობა, რაც გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ, რაც ვართ, ხოლო „ოცნება“ იტყუება - ჩვენ ვართ პროდასავლური ძალები, ერთადერთი მიზნით - დავიბრუნოთ სამშობლო

ერთი დიდი უპირატესობა, რაც ჩვენ გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“, არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვართ, ხოლო „ქართული ოცნება“ იტყუება - ჩვენ არაფრის დამალვა არ გვჭირდება, ჩვენ ვართ ღიად პროევროპული, პროამერიკული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომელთაც ერთადერთი მიზანი გვაქვს, რომ დავიბრუნოთ სამშობლო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თამაშობს ევროპას, თუმცა სინამდვილეში პრორუსულ საქმეს აკეთებს.

"ერთადერთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მმართველობაში მყოფი ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს პროპაგანდისტულ რუსულ ჰიბრიდულ ომს, მსოფლიოში ერთადერთი მაგალითი არის საქართველო. ერთი მხრივ, ისინი თამაშობენ ვითომ ევროპას და რეალურად აკეთებენ პრორუსულ საქმეს. "ქართული ოცნება" არის პრორუსული და აქედან უნდა ამოვიდეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით. მე დღეს ვუთხარი ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ ოპოზიციას გვაქვს კოორდინირებული ქმედებების საკმაოდ დიდი ჯაჭვი, რომელსაც ისინი დაინახავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გვჭირდება მათი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მიტაცებული სამშობლო, მიტაცებული სახელმწიფო, პრორუსული ძალის, რუსული ჰიბრიდული ძალის იარაღის "ქართული ოცნების" მიერ, დავუბრუნოთ ქართველ ხალხს. ეს არის ამოცანა, რომელიც პროდასავლურ ოპოზიციას აქვს. ერთი დიდი უპირატესობა რაც ჩვენ გვაქვს "ქართულ ოცნებასთან" არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვართ, ხოლო "ქართული ოცნება" იტყუება და მას სჭირდება ჰიბრიდული ომი, ჰიბრიდული იარაღი, შეფარვითი მექანიზმები, რომ მოატყუოს და დააშინოს ქართველი ხალხი. ჩვენ არაფრის დამალვა არ გვჭირდება, ჩვენ ვართ ღიად პროევროპული, პროამერიკული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომელთაც ერთადერთი მიზანი გვაქვს - დავიბრუნოთ სამშობლო", - განაცხადა ვაშაძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე