საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში მიმდინარე ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მხრიდან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს ევროპარლამენტის მომხსენებლების ანგარიშების პრაქტიკის მნიშვნელობას. მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპარლამენტი სათანადოდ შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე და სვენ მიკსერს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა და იმედი გამოთქვეს, რომ საბჭოს ფარგლებში მოხდება სხვადასხვა სფეროში საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებისა და შემდგომი შესაძლებლობების ნაყოფიერი განხილვა.

ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

შეგახსენებთ, 2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა