პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.

როგორც მან სხდომაზე განაცხადა, მაშინ როცა პრემიერი საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ბრიუსელში იმყოფება, სამწუხაროა, რომ პარლამენტი გეგმავს ვეტო დაძლიოს კანონზე, რომელიც ადამიანის უფლებებს აუარსებეს საქართველოში.

ცნობისათვის, პრეზიდენტი კანონმდებლებს მოქმედი კანონის უცვლელი სახით დატოვებას სთავაზობს. პრეზიდენტის შეფასებით, მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს აუარესებს. სალომე ზურაბიშვილი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ კანონის მიღების პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე წარიმართა.

პრეზიდენტი პარლამენტში წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესს გადაწყვეტილებას ელის, პარლამენტის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის და პროცესს აფერხებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 7 ივნისს დაამტკიცა. მიღებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი იზრდება, რომელთა მიმართებაშიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადები. გარდა ამისა, მიღებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, ვის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, განუსაზღვრელი დროით შეიძლება გადავადდეს.

"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები 5 სექტემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე