არჩილ თალაკვაძე - ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას და ევროპასთან მაშინ უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა

ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს და საქართველოს ევროპასთან მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიგრაციის სტატისტიკა დადებითია.

„უკვე მიდის მართლაც შეთანხმებული და ორკესტრირებული კამპანია იმისთვის, რომ საზოგადოებას დააჯერონ თითქოს მთელი საქართველო მიდის ქვეყნიდან. ვინც ამაზე განცხადებებს აკეთებდით, მინდა გკითხოთ, იცნობთ თუ არა მიგრაციის სტატისტიკას, იცით თუ არა, რომ მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფიქსირდება. იცით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ თქვენი მმართველობის დროს და საქართველოს ევროპასთან მაშინ რომ უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, მართლა შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში. დღეს, თქვენ გყოფნით თავხედობა და გვადანაშაულებთ, თითქოს ხელისუფლება აკეთებს საქმეს, რის გამოც მოქალაქეები მიდიან ამ ქვეყნიდან. ნახეთ, სტატისტიკა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ამ საკთხზე მან მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილს, რომ შემდეგ სხდომაზე გადაამოწმოს მიგრაციის სტატისტიკა და ამის მერე გააკეთოს განცხადებები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია