დავით უსუფაშვილი -„ოცნებამ” დაიჟინა და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენის წინ პროკურორის პუნქტი მოაჭრა - ახლა ახალ კონტექსტში 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებში შემოიტანა ტექსტი, რომელსაც შარშან გამალებული ებრძოდა

„ქართულმა ოცნებამ” დაიჟინა და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენის წინ პროკურორის პუნქტი მოაჭრა- ახლა უკვე ახალ კონტექსტში 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებში შემოიტანა ტექსტი, რომელსაც შარშან გამალებული ებრძოდა - გნებავთ ვიცინოთ, გნებავთ ვიტიროთ,- ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროკურორის არჩევის წესზე ინიციატივა "ქართული ოცნების" არაა და ეს იმ ტექსტის ნაწილია, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა გასულ წელს შეთანხმდა.

“პროკურორთან დაკავშირებით “ოცნების” ინიციატივა სულაც არაა “ოცნების” ინიციატივა. ეს მძიმე და წერტილით ზუსტად ის ტექსტია, რომელსაც შარშან ზაფხულში პარლამენტში მყოფმა უმრავლესობამ და უმცირესობამ მოვაწერეთ ხელი და გავაკეთეთ ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელშიც ორი საკითხი იყო - არჩევნების თემა და პროკურორის არჩევის წესი. ამიტომ რაც შიგნით წერია, მათ შორის 3/5-ის საკითხი, იყო კომპრომისის შედეგი, რომელსაც შარშან ზაფხულში შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში მივაღწიეთ. შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” დაიჟინა და პირველი მოსმენის წინ პროკურორის პუნქტი მოაჭრა ცვლილებებს. ჩვენ ვუთხარით - კარგი, მხარს ვუჭერთ მაინც დარჩენილს და გავაგრძელოთ მიღება. ახლა პირველი მოსმენით მიღებული ტექსტი პროპორციულ არჩევნებზე, გაიჭედა და “ოცნება” ცოცხალი თავით აღარ აყენებს კენჭისყრაზე, ახლა უკვე ახალ კონტექსტში 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებში შემოიტანა ტექსტი, რომელსაც შარშან გამალებული ებრძოდა და ამბობდა - ინიცირება გავაკეთეთ, მაგრამ განხილვაზე პედაგოგებმა დასვეს საკითხი, რამდენად მოერგება პროკურატურასო - აქ გნებავთ ვიცინოთ, გნებავთ ვიტიროთ.

ახლა რა რეალობა გვაქვს - პარლამენტში შემოტანილია ერთი შარშანდელი ტექსტის პირველი ნაწილი, პირველი მოსმენით მიღებული და მეორე - შარშან რომ “ოცნებამ” ბოლო ნაწილი მოაჭრა, ის ახლა ხელახლა ინიცირებულია. პირველი ნაწილი ერთი მოსმენით მიღებულია, ხოლო იმას, რაც თავიდან გააცოცხლეს, ხელმოწერები, სახალხო განხილვა და პარლამენტში მოტანა სჭირდება. ტრაგიკომედია გვერდზე გადავდოთ, როგორ შეიძლება მხარი არ დავუჭიროთ იმ ტექსტს, რომელიც ერთად დავწერეთ და ვთვლით, რომ წინგადადგმული ნაბიჯია პროკურორის შერჩევის წესში. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ამაზე უკვე შევთანხმდით. რაც შეეხება პირველ ტექსტს, რომელიც ერთი მოსმენითაა მიღებული, ვამბობთ, რომ ეს ორი ცვლილება შევაერთოთ როგორც თავიდან იყო განსაზღვრული, ანუ პარალელურ რეჟიმში განვიხილოთ და ვუყაროთ კენჭი”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით გამოდის და პარლამენტს გენერალური პროკურორის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას სთავაზობს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს