ოლივერ ვარჰეი - რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ

საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირში საქართველოს წინსვლა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოახდინოს საქართველოს დასახმარებლად.

„მეც მინდა მივესალმო ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. მე ვფიქრობ, ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა. ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განვითარება. შეხვედრა, რომელიც გასულ წელს გვქონდა, იმასთან შედარებით, ნებისმიერ შეხვედრასთან შედარებით, რაც საქართველოში გვქონია ასოცირების საბჭოს ფორმატში, შევიკრიბეთ და ჩვენი პრიორიტეტები ნათელია. ჩვენ გვქონდა ღია, გახსნილი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.

მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს არც დრო, არც ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ერთად ვიმუშაოთ ქვეყანაში. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართ და მიმართულებით რა თქმა უნდა დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა მხარე და მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. ეს არის უნიკალური ეროვნული პრიორიტეტი და უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ. როგორც კომისიამ განსაზღვრა: გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება, მედიის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი - ეს ყველაფერი გაწერილია იმ პრიორიტეტებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით. იმიტომ, რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ჩვენს შეფასებას ჩავატარებთ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, იმედი გვექნება, რომ პოზიტიურად შევაფასებთ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას და იმ ეტაპზე რაც გვექნება სტატუს ქვო, იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“,- აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა