ჯონ კირბი - რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება არ არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა არ გეგმავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს“, - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის პოზიციაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუკი რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას არ გეგმავს. ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად აშშ–ის მიერ აღიარებულია კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის