ნუგზარ წიკლაური - პრემიერი საუბრობს, რომ მზადაა დიალოგისთვის, იქვე საუბრობენ, რომ ხანძრები შეიძლება ოპოზიციის ორგანიზებულია - „ოცნებასთან“ დეპოლარიზაციას ვერ ახერხებს ვერც აშშ-ს ელჩი, კარლ ჰარცელი კი ლამის სტვენით გააცილეს

ტრაგიკომიკური ვითარება გვაქვს, პრემიერი ჩადის ევროპაში და საუბრობს დეპოლარიზაციაზე და ზუსტად ამ დროს საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მოსმენების შესახებ, სადაც ადამიანის უფლებები კიდევ უფრო იზღუდება - ტრაგიკული სხვაობაა მათ საქმესა და სიტყვებში“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნუგზარ წიკლაური განმარტავს, პრემიერი საუბრობს რომ მზად არიან სრულფასოვანი დიალოგისთვის, ხოლო მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ „ხანძრები შეიძლება იყოს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული“.

“ვფიქრობ, ძალიან სწორედ შეაფასა ჯოზეფ ბორელმა ღარიბაშვილი გამოსვლა, როდესაც მან თქვა, რომ მთავარია არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ პოლიტიკური ნება. თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება, რომ რეფორმირებული სასამართლო იყოს, მოხდეს რეალური დეოლიგარქიზაცია და არა ცინიკური ხელის გაშვერა სხვა ადამიანებისკენ, როგორიც არის „ლელოს“ ლიდერი და ასე შემდეგ, ამ პროცესს ჩვენგან სრული მხარდაჭერა ექნება. არ მგონია, ამ ხელის გაშვერის უკეთურმა პრაქტიკამ შედეგი გამოიღოს. ჩვენ გვაქვს ტრაგიკომიკური ვითარება, ერთი მხრივ, პრემიერი ჩადის ევროპაში და საუბრობს დეპოლარიზაციაზე, რომ კარები არის ღია და ზუსტად ამ დროს საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას მოსმენების შესახებ, სადაც ადამიანის უფლებები კიდევ უფრო იზღუდება. ეს არის აშკარა ანტიევროპული ნაბიჯი. პრემიერი საუბრობს, რომ მზად არიან სრულფასოვანი დიალოგისთვის, მისი მთავრობის წარმომადგენლები კი საუბრობენ, რომ ხანძრები შეიძლება იყოს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბორელის ნათქვამი, მთავარია არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ პოლიტიკური ნება. მთავარია, მთავრობამ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. ტრაგიკული სხვაობაა მათ საქმესა და სიტყვებში, ამას ყველას კარგად ვხედავთ“,-აღნიშნავს ნუგზარ წიკლაური.

მან პოლარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პოლარიზებულია არამხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არამედ დასავლურ ინსტიტუციებთან.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა დეპოლარიზაცია ვერ მოახერხა კარლ ჰარცელთან, რომელიც ლამის „სტვენით გააცილეს“.

„ქართულ ოცნებასთან“ დეპოლარიზაციას ვერ ახერხებს ვერც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ვერ ახერხებდა კარლ ჰარცელი, რომელიც სამარცხვინო, ლამის სტვენით გააცილეს საქართველოდან მთავრობის წარმომადგენლებმა. „ქართულ ოცნებასთან“ დეპოლარიზაციას ვერ ახერხებს ვერცერთი დასავლური ინსტიტუცია. ესეც „ნაციონალური მოძრობა“ არის? ისინი პოლარიზებულები არიან არამხოლოდ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, არამედ ქართულ საზოგადოებასთან“,- აღნიშნავს წიკლაური.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისია.

„ ჩვენი ქვეყანა იცვლის იდენტობას. სახელმწიფოებრივი კრიზისია. „ქართული ოცნება“, როდესაც მოდიოდა და ამბობდა, რომ მათი გზა იყო ქვეყნის ევროპული განვითარება. დღეს რასაც ვხედავთ მათ ნაბიჯებს, მათგან გამოყოფილ ტრიოს თუ კვარტეტს, ეს მეტყველებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ვექტორს იცვლის“,- აღნიშნავს წიკლაური.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა ინსტიტუციურ პროცესშია ჩართული. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გაუგებარია, რა ფორმატის ჩართულობას ითხოვენ და დასძენს, რომ „თუ მაინც და მაინც პიკნიკის ფორმატი უნდა ვინმეს არ იცის“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველა ინსტიტუციურ პროცესშია ჩართული. საპარლამენტო კომიტეტებია, სადაც მონაწილეობს ყველა. ყველა ელოდება ნახოს ხელისუფლების შემოთავაზება, პლენარულ სხდომაზეც ვმონაწილეობთ. თუ იქნება წარმოდგენილი კანონები ისე, როგორც უნდა იყოს წარმოდგენილი იქაც ექნებათ მხარდაჭერა. გუშინ იყო კომიტეტები, ჩვენი წარმომადგენელი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხვალ თუ იქნება იქაც დაესწრებიან. ჩვენ პოზიციას ვაცნობთ. მეტი არ ვიცი, თუ მაინც და მაინც პიკნიკის ფორმატი უნდა ვინმეს არ ვიცი. სინამდვილეა ის, რომ ერთადერთი რაც დარჩა „ქართულ ოცნებას“, რომელიც არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას არის რაღაც განწირული მცდელობა, რომ ვიღაცისკენ გაიშვიროს ხელი“,-აღნიშნავს წიკლაური.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს