კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ეს კანონით არის გათვალისწინებული - 2024 წელს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გათვალისწინებული - 2024 წელს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ეხება.

“დღეს, ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რასაც სჭირდება ხელშეწყობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო