ირაკლი კობახიძე - სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არაა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია

სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა, - ასე პასუხობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, რატომ დუმს დღევანდელი მმართველი გუნდი ბიჭვინთის ანექსიაზე და რატომ არ გავრცელებულა დღემდე ოფიციალური განცხადება.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიჭვინთასთან დაკავშირებული პრობლემა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

"თქვენ ხომ ხედავთ, ხელისუფლება მაქსიმალირად ზრუნავს, რომ უსაფრთხოების კუთხით რისკები განეიტრალდეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. 10 წლის განმავლობაში არ გვქონია ომი, პირველი ხელისუფლება ვართ საქართცელოში 90- იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის მმართველობის პერიოდში ომი არ ყოფილა და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა, ერთადერთი პრობლემა არის ბორდერიზაცია სამწუხაროდ, რაც ასევე წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა, მაგრამ ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია და ეს არის ჩვენი დამსახურება. როცა საუბარია რუსულ ინტერესებზე, შედეგებით ფასდება ეს ყველაფერი. წინა ხელისუფლების შედეგი რა იყო - 20 პროცენტი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა არც ერთი და არც - მეორე. ბიჭვინთაც ამის ნაწილია, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს და შექმნეს უამრავი პრობლემა, იგივე ბიჭვინთა და ბორდერიზაცია, ყველაფერი მათი მემკვიდრეობაა, მათ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ დავიცვათ ქვეყანა რისკებისგან, ყველაზე კარგად და გვაცადეთ, სადაც საჭირო იქნება ხმამაღლა რაღაცის თქმა, ხმამაღლა ვიტყვით, სადაც საჭირო არ არის ხმამაღლა თქმა და სხვანაირად მუშაობაა საჭირო, ამასაც ვაკეთებთ, ამის დამსახურებაა, რომ 10 წელია ომი არ გვქონია და რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა",- განაცხადა კობახიძემ.

დაზუსტებაზე, რაზე საუბრობს ხელისუფლება ხმამაღლა და რაზე თვლის რომ საჭირო არაა საუბარი, კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხებში შესვლა საჭირო არ არის.

"მილიონი ფაქტი უნდა გაიხსენოთ, სადაც ხმამაღლა გვითქვამს და რაზეც არ გვითქვამს. ისეთ საკითხებში შედიხართ, რაშიც სჯობს არ შეხვიდეთ. წინა ხელისუფლების დროს რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, რაღაცაზე დუმდნენ და ყველაფერს უკუღმა აკეთებდნენ, ჩვენ დღეს რაღაცაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ, რაღაცაზე არა და ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. წინა ხელისუფლება აკეთებდა იგივეს, ოღონდ უკუღმა, ჩვენ ვაკეთებთ იგივეს, ოღონდ წაღმა",- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია