ხატია დეკანოიძე - უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი დაგუგლონ - არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, სადაც ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია გიზო უგულავა და არის კორუფციის პრევენციის სააგენტო, რომელმაც სია გამოაქვეყნა

უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი დაგუგლონ - არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, სადაც ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი არის გიზო უგულავა და არის მეორე უწყება - კორუფციის პრევენციის სააგენტო, რომელმაც გამოაქვეყნა ეს სია,- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრთა განცხადებებს, რომ დასანქცირებელი ადამიანების სია, სადაც ბიძინა ივანიშვილია ჩაწერილი, იმ უწყებამ შეადგინა, რომელსაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირი - გიზო უგულავა ხელმძღვანელობს.

„თუ დაგუგლავენ, ნახავენ, რომ სხვადასხვა უწყებებია და სწორედ კორუფციის პრევენციის სააგენტოს ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ამიტომ უმრავლესობას ვურჩევდი დაგუგლონ და თუ არ იციან იკითხონ მაინც", - განაცხადა დეკანოიძემ.

ის ევტუშენკოვისა და ივანიშვილის კავშირზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილს არ უნდა გაუკვირდეს, როცა სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები გაიზარდოს - იგი უკვე დასანქცირებულია შვეიცარიული ბანკის მიერ, ეს გამოიხატება მისი კაპიტალის საეჭვო კალათაში გადატანაში, რაც უკავშირდება იმას, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი. ახლა მოთხოვნილია მისი სანქცირება უკრაინის მიერ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დასანქცირება იქნება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო და უკრაინისთვის და ზოგადად, რეგიონისთვის სასარგებლო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას და ფინანსური კაპიტალით ეხმარება რუსული კაპიტალის გაზრდას, დიდი ალბათობაა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდება, ამაში გასაკვირი არაფერია და მგონი, არც ივანიშვილს უნდა გაუკვირდეს",- განაცხადა დეკანოიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა