ურსულა ფონ დერ ლაიენი - შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე - უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს შეზღუდოს გაზზე მომუშავე მწარმოებლების შემოსავალი და მათი „გაუთვალისწინებელი მოგება“ მოახმაროს ზომებს, რომლებიც ოჯახებისა და კომპანიების მხარდასაჭერად გატარდება.

ევროპის ელექტროენერგიის ფასებს, როგორც წესი, ადგენს გაზის ქარხნები და ლიმიტი მიზნად ისახავს ქარის ელექტროსადგურების, ატომური ელექტროსადგურებისა და ქვანახშირის გენერატორების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას, რომლებსაც აქვთ დაბალი სამუშაო ხარჯები, რადგან მათზე გაზის ფასების ზრდა გავლენას არ ახდენს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, დასავლეთს გაზისა და ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტენ, თუ რუსულ ნავთობსა და გაზზე ფასების ლიმიტი დაწესდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია