პაატა მანჯგალაძე - როცა ვხედავ, რომ ხალხს ურჩევნია ქვეყნიდან გაიქცეს, გაიაროს უდაბნო, ტბაში ნიანგებთან გაიაროს, რომ გაექცეს კობახიძეს და ღარიბაშვილს, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლარიზებული ვიქნები

როცა ვხედავ, რომ ხალხს ურჩევნია ქვეყნიდან გაიქცეს, გაიაროს უდაბნო, მივიდეს კალიფორნიის საზღვართან, ტბაში ნიანგებთან გაიაროს, რომ გაექცეს კობახიძეს და ღარიბაშვილს, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლარიზებული ვიქნები,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ მაშინ როცა ჯოზეფ ბორელის და ევროპელი პარტნიორების მოწოდება ერთად მუშაობაა, ოპოზიცია თავის ქმედებებით დეპოლარიზაციას არ უწყობს ხელს.

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმ მთავარი საკითხების მნიშვნელობა, რაზეც სენსიტიური და მგრძნობიარეა "ქართული ოცნება".

"ეს საკითხებია მედიასთან, სასამართლოსთან, დამოუკიდებელ ინსტიტუციებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არის ის ოთხი მთავარი საკითხი, რომლის გადაუწყვეტლობის გამო, საქართველოს შეიძლება უარი ეთქვას კანდიდატის სტატუსზე. ეს საკითხებია სწორედ "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მტკივნეული, სწორედ აქ გამოიხატება არაფორმალური მმართველობის ნიშნები ყველაზე მეტად, ამიტომ გვჭირდება საერთაშორისო და შიდა ზეწოლა.

რაც შეეხება ინკლუზიურობას, მე გუშინაც ვისაუბრე დეპოლარიზაციაზე, როცა ანტიდასავლური რიტორიკა გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო იდეოლოგიად, რა თქმა უნდა, ამაზე ვარ გაბრაზებული და პოლარიზებული; როცა ვხედავ, რომ მიზანმიმართულად ისტორიულ არჩევანს საფრთხე ადგება მათ გამო, ვამხელ მათ და ვუპირისპირდები, როცა ვხედავ, რომ ისეთი მძიმე სოციალური ფონია ქვეყანაში, რომ ხალხს ურჩევნია გაიქცეს, გაიაროს უდაბნო, მივიდეს კალიფორნიის საზღვართან და ტბაში ნიანგებთან გაიაროს, რომ გაექცეს კობახიძეს და ღარიბაშვილს, ამაზე რა თქმა უნდა, პოლარიზებული ვიქნები. პოლარიზების გასაღები არის "ქართული ოცნების" ხელში, როგორც კი პრობლემურ საკითხებზე დაიწყებენ მუშაობას, ნაკლები კრიტიკა გვექნება მათი მისამართით", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს