რომან გოცირიძე - მოსმენების კანონი არის რეპრესიების ტექნიკური ინსტრუმენტი

მოსმენების კანონი ეს არის რეპრესიების ტექნიკური ინსტრუმენტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის საელჩოს მიერ მოსმენების კანონზე გავრცელებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან მოსმენების კანონს იმიტომ მოყვა ასეთი მწვავე რეაქცია, რომ ეს კანონი ხელისუფლების ფართო, მავნებლურ გეგმებს ამჟღავნებს.

„მოსმენების კანონი არის ტესტი, აპირებს თუ არა ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებას. მოსმენების კანონი ეს არის რეპრესიების ტექნიკური ინსტრუმენტი. ეს არის არჩევნებზე ზემოქმედების ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი. ადმინისტრაციული რესურსის და ძალოვანი სტრუქტურის, მათ შორის სუს-ის გამოყენება „ქართული ოცნების“ მიერ თავიანთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ არც საარჩევნო კანონს მიიღებენ და არც სასამართლოსთან დაკავშირებით იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული. ამიტომაა ასეთ მწვავე რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ის უკვე ხელისუფლების ფართო, მავნებლურ გეგმებს ამჟღავნებს და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რეპრესიებზე და პოლიციურ სისტემაზე არის აგებული. მაგრამ ეს სისტემა ჩამოიშლება და ხალხი დემოკრატიული არჩევნების გზით გაუშვებს ამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსავლეთსა თუ ოპოზიციაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე