ანა ბუჩუკური - „ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში მის გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი სუბიექტი, მათ შორის, პოლიტიკური ორგანიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა ე.წ. მოსმენების კანონზე აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება ე.წ. მოსმენების კანონზე არ გაკვირვებია, რადგან ეს არის ერთ-ერთი მძიმე კანონი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო.

"ამ კანონთან დაკავშირებით, გარდა ოპოზიციისა, იყო დიდი წინააღმდეგობა არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ვენეციის კომისიის დასკვნაც ვიხილეთ, ეს ის პირველი შემთხვევა იყო, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო გამოიყენა, სამწუხაროდ, ვეტო დაძლია "ქართულმა ოცნებამ" და ვიხილეთ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის საელჩოს ოფიციალური განცხადებაც. "ქართული ოცნება" თვლის, რომ ყველა ტყუის სამყაროში "ქართული ოცნების" გარდა, ზოგადად ასეთი დამოკიდებულების მქონე ნებისმიერი სუბიექტი, მათ შორის, პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ლპობისთვის არის განწირული",-განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშულია, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო