გიორგი კახიანი ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით - ოპოზიციას მხოლოდ დემაგოგიური და უსაფუძვლო განცხადებები ახასიათებს

ოპოზიციას მხოლოდ დემაგოგიური და უსაფუძვლო განცხადებები ახასიათებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

კახიანი მიიჩნევს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ყველა ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ კანონმდებლობა სრულყოფილი იყოს.

„რა თქმა უნდა, რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში რაიმე არაკონსტიტუციურია, კეთილი ინებოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. რასაც ვხედავთ, მათ მხოლოდ დემაგოგიური და უსაფუძვლო განცხადებები ახასიათებთ, ქმედებებით არაფერს აკეთებენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რომელიც კანონის კონსტიტუციურობაზე იმსჯელებს. თუ მიმართავენ, სასამართლო იტყვის თავის გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, კანონმდებლობაში არაკონსტიტუციურობის საკითხი არ არის",- განაცხადა კახიანმა.

ცნობისათვის, საპარლამენტო ოპოზიცია გასული წლის დეკემბერში "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განმარტებით, ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს, შეავიწროვოს და გავლენა მოახდინოს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო