ევროკავშირის მხარდაჭერით შავი ზღვის სანაპირო წყლების მონიტორინგი გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვაო სივრცეში სანაპირო და გარდამავალი წყლების ჰიდრო-ბიოლოგიური და ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევები შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ქობულეთი-ანაკლიის აკვატორიის ნაწილში და პალიასტომის ტბაზე განხორციელდა. სააგენტოს სპეციალისტების და პროექტის ექსპერტების მიერ, წინასწარ შერჩეულ საკვლევ სადგურებზე, ჰიდროქიმიური და ჰიდრობიოლოგიური ანალიზისთვის წყლისა და ფსკერული ნალექების ნიმუშები იქნა აღებული. მიღებული შედეგების საფუძველზე საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება მოხდება.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსათვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები (EU4WD)“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს საზღვაო სივრცეში სანაპირო და გარდამავალი წყლების ჰიდრო-ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ მონიტორინგს აწარმოებს. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს სააუზო და სანაპირო წყლების მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში სანაპირო და ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესებას, სააუზო მართვის გეგმების იმპლემენტაციას, ევროკავშირის წყლისა და საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვას. აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADA), საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ფონდი (OiEau), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის