შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთსულოვნება - ველოდები, რომ სახალხო დამცველის ახალ წესზე გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მიღებისას ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებთ

მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ერთსულოვნება და თანხმობა - მოველი, რომ გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მიღების დროს ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებთ და პროექტს მხარს დაუჭერთ, - აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის ახალ წესთან დაკავშირებულ პროექტზე გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განმარტა, კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ დაიწყება პროცედურები - შესარჩევი იქნება შემფასებელთა 9-ჯაციანი ჯგუფი.

“ამასთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციებს გავივლი. ამიტომ მნიშველოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა. მინდა განსაკუთრებით იმ ოპოზიციის გასაგონად ვთქვა, ვინც გუშინ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა - იმის მიუხედავად პროექტს დაუჭერთ თუ არა მხარს, პარლამენტის თავმჯომარის ბრძანებას მე მაინც გაჩვენებთ და თქვენს მოსაზრებებს მოვისმენ. ამიტომ მე თქვენგანაც მოველი, რომ გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მიღების დროს ამ პასუხისმგებლობით იმოქმედეთ და პროექტს მხარს დაუჭერთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო